
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.49 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6783 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.52 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 2 ოქტომბრის ჩათვლით იქნება.