LIVE

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება

28 სექ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 601
ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება

ციფრული ლარის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის და მალე სებ-ი ციფრული ვალუტის გამოსაცდელად საპილოტე გარემოს შექმნის - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

სებ-ის თანახმად, იგეგმება ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოსაცდელი და მიზნობრივი გამოყენების შესაძლო სფეროების დადგენა. ამისათვის სებ-ი რეალური საპილოტე გარემოს შექმნას გეგმავს. 

ამასთან, სებ-ი აქვეყნებს 9 კომპანიისაგან შემდგარ სიას, რომლიდანაც ერთ-ერთი მათგანი ციფრული ლარის პროექტში ეროვნული ბანკის პარტნიორი ორგანიზაცია გახდება. აღნიშნული კომპანიებია: 

  1.  AUGENTIC GmbH
  2. Bitt Inc.
  3. Broxus Holdings Ltd.
  4. Currency Network Ltd.
  5. DCM Corp Limited
  6. eCurrency Mint Inc.
  7. FARI Solutions Ltd.
  8. Ripple Labs, Inc.
  9. Sovereign Wallet Co., Ltd.

ცნობისთვის, სებ-ი 2020 წლიდან აქტიურად იკვლევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის ციფრული ლარის შესაძლებლობებს. 

ციფრული ვალუტის შექმნაზე არაერთი ქვეყანა მუშაობს, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი. ცოტა ხნის წინ რუსეთმა დაამტკიცა კანონი ციფრული რუბლის შექმნის შესახებ.