LIVE

Amazon-ი $4-მილიარდიან ინვესტიციას AI კომპანიაში დებს

26 სექ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 452
Amazon-ი $4-მილიარდიან ინვესტიციას AI კომპანიაში დებს

ელექტრონული კომერციის კომპანია Amazon-ი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ კომპანია Anthropic-ში $4 მილიარდამდე ინვესტიციას ჩადებსთანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიებმა გაავრცელეს.

Amazon-ი ამ ნაბიჯით კომპანიის უმცირესი წილის მფლობელი ხდება, თუმცა მისი მთავარი მიზანი კონკურენტი კომპანიებისთვის: Microsoft-ისა და Google-სთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევაა. 

ორ კომპანიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სტარტაპ კომპანია თავისი ღრუბლოვანი სისტემების მთავარ პროვაიდერად Amazon Web Services-ს გამოიყენებს. Anthropic-ი აცხადებს, რომ Amazon-ის მომხმარებლებს ადრეული წვდომა ექნებათ მათ მიერ შემუშავებულ უფრო დახვეწილი და ინდივიდუალური მოდელის შესაძლებლობებზე. 

ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული პროგრამებისთვის Anthropic-ი სპეციალურად AWS-სთვის შექმნილ ჩიპებს გამოიყენებს. ეს ჩიპები მასობრივი მონაცემების დამუშავებაზეა გათვლილი, შესაბამისად მარტივად ადაპტირდება სხვადასხვა ტიპისა თუ სირთულის ამოცანების შესრულებაზე. Amazon-ი ამ ნაბიჯით ცდილობს თავისი ჩიპების შესაძლებლობა წარმოაჩინოს, როგორც AI-ს ფუნქციონირებისთვის ალტერნატიული საშუალება.

პარტნიორი Anthropic-ის დებიუტანტი ჩეტბოტი, სახელად Claude-ი, OpenAI-ის უკვე დამკვიდრებული ChatGPT-ის პირდაპირი კონკურენტია. აღსანიშნავია, რომ კომპანია Anthropic OpenAI-ის ყოფილმა კვლევითმა აღმასრულებლებმა 2 წლის წინ დააარსეს.