LIVE

აგვისტოში ბანკების მიერ გაცემული სესხები ₾226 მილიონით გაიზარდა - სებ

25 სექ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 274
აგვისტოში ბანკების მიერ გაცემული სესხები ₾226 მილიონით გაიზარდა - სებ

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 226.32 მლნ ლარით (0.47%) გაიზარდა და აგვისტოს ბოლოს 48.02 მლრდ ლარი შეადგინა. 

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 409.48 მლნ ლარით (1.57%), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულის - 183.15 მლნ ლარით (0.84%) იყო გაზრდილი. 

აგვისტოს ბოლოს, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის ეროვნული ვალუტით 7.68 მლრდ ლარის სესხი იყო გაცემული (წინა თვესთან შედარებით 2.32%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 13.37 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით, 0.79%-ით მეტი). 

აგვისტოში 139.22 მლნ ლარით (0.55%) გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ჯამში 25.53 მლრდ ლარი შეადგინა. 

სებ-ის თანახმად, აგვისტოს თვის ბოლოს მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.07% შეადგინა.