
ორშაბათს ნავთობის ფასები გაიზარდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საწვავის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა დააწესა, ინვესტორებისთვის მიწოდების საკითხი კიდევ უფრო პრობლემური გახდა.
Brent-ის ფასმა 71 ცენტით (0.76%) მოიმატა და ბარელზე $93.98 შეადგინა; ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ი 60 ცენტით (0.67%) გაძვირდა და ერთი ბარელის ღირებულება $90.63 გახდა.
ანალიტიკოსების აზრით, მიწოდების პრობლემა ბაზარზე უკვე არსებობდა; ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა, ხოლო Fed-ი, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, მკაცრი მიწოდების საკითხმა ნავთობი კიდევ უფრო მეტად გააძვირა.
გასული სამი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასებმა 10%-ით მოიმატა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მეოთხე კვარტალში ფასები უფრო მეტად გაიზრდება, რაც საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებას უკავშირდება.