LIVE

Amazon-ი 250 000 ახალი თანამშრომლის დაქირავებას აპირებს

25 სექ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 410
Amazon-ი 250 000 ახალი თანამშრომლის დაქირავებას აპირებს

სადღესასწაულო სეზონის მოახლოების ფონზე, Amazon-ი ლოჯისტიკაში 250 000 ახალი თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს. კომპანია საათობრივი ანაზღაურების გაზრდასაც აპირებს. 

ახალი თანამშრომლები დასაქმდებიან როგორც სრულ, ისე ნახევარ განაკვეთზე და სეზონურად. საათობრივი ანაზღაურება $17-28-ის ფარგლებში განისაზღვრება.

ლოჯისტიკაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი საათში $20.5 იქნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალ თანამშრომელთა უმეტესობა კომპანიის ლოჯისტიკურ მიმართულებაზე, კერძოდ კი საწყობებში მუშაობს.

აშშ-ში Amazon-ი მეორე ყველაზე მსხვილი კერძო დამსაქმებელია და იგი მხოლოდ Walmart-ს ჩამორჩება. ახალ თანამშრომლებს Amazon-ი, როგორც წესი, შემოდგომის დადგომასთან ერთად იყვანს. მაგალითად, 2019 წლის იმავე პერიოდში კომპანიამ სეზონზე 200 000 ადამიანი დაასაქმა.