LIVE

მსოფლიოში 1.1 მილიარდი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

17 სექ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 166
მსოფლიოში 1.1 მილიარდი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

მსოფლიოში 25-მა ქვეყანამ მხოლოდ 15 წელიწადში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რიცხვი გაანახევრა. ამ ქვეყნებს შორისაა კამბოჯა, ჩინეთი, ვიეტნამი, ინდოეთი, ინდონეზია, ჰონდურასი, სერბეთი და კონგოს რესპუბლიკა.

2005 წლიდან 2021 წლამდე ინდოეთში ასეთი ადამიანების რიცხვი 415 მილიონით შემცირდა. ჩინეთმა კი მოახერხა, რომ 2010-2014 წლებში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა 69 მილიონით შეემცირებინა. 

მიღწევების მიუხედავად, 1,1 მილიარდი ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა რჩება, რაც ნიშნავს, რომ ამ კატეგორიაში გლობალურად მოსახლეობის 18% ხვდება. 

2015 წელს გაეროს მიერ დასახული მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთი 2030 წლისთვის უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრას და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი კაცების, ქალების და ბავშვების რიცხვის პროპორციულად განახევრებას გულისხმობს.

ამ ვადის ნახევარზე მეტი გავიდა, მაგრამ ამჟამინდელი ტემპით 2030 წლისთვის 575 მილიონი ადამიანი კვლავ იცხოვრებს უკიდურეს სიღარიბეში და ქვეყნების მხოლოდ მესამედი შეძლებს სიღარიბის განახევრების მიზნის მიღწევას.