LIVE

ქართველებმა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით გასულ წელს €4.9 მილიონამდე დაზოგეს

17 სექ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 605
ქართველებმა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით გასულ წელს €4.9 მილიონამდე დაზოგეს

შენგენის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა სავიზო განაცხადებისთვის 2022 წელს საშუალოდ 4 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს. დახარჯული თანხის 17.7% უშედეგო აღმოჩნდა, რადგან 9 074 სავიზო განაცხადი არ დაკმაყოფილდა.

სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების მიღებით, ქვეყნები ყოველწლიურად მილიონებს ზოგავენ, რადგან მათ მოქალაქეებს 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში, შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელთანაც, გასული ოცი წლის განმავლობაში, სავიზო მიმოსვლის გამარტივების ხელშეკრულება ამოქმედდა. შესაბამისად, ქართველების მიერ ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. 

უფრო კონკრეტულად, საქართველოს მოქალაქეებმა 2009 წელს 64 434 ვიზისთვის, ხოლო მომდევნო წელს 59 275 ვიზისთვის მიმართეს და შესაბამისად, 5.1 მილიონი ევრო და 4.7 მილიონი ევრო დახარჯეს. ეს ნიშნავს, რომ 2011 წლიდან, როცა შეთანხმება ძალაში შევიდა, საქართველოს მოქალაქეები საშუალოდ წელიწადში 4,9 მილიონ ევრომდე ზოგავენ. 

ამ გათვლებით, 2011 წელს სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა 58,8 მილიონი ევრო დაზოგეს. ამასთან, 2010 და 2011 წლებში უარყოფილი განაცხადების ხარჯებმა 19 806 ევრო შეადგინა. შესაბამისად, ამ ნაწილში, 2011-2023 წლებში საქართველოს მოქალაქეებმა 1,5 მილიონ ევრომდე დაზოგეს.