ორშაბათს ნავთობის ფასები მცირედით შემცირდა. კერძოდ, Brent-ის ფასი 10 ცენტით დაეცა და ბარელზე $90.55 შეადგინა; ხოლო აშშ-ის West Texas Intermediate-ი 42 ცენტით გაიაფდა და ერთი ბარელი ამჟამად $87.09 ღირს.
ფასების კლების მთავარი მიზეზი ძლიერი დოლარი და ჩინეთის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული ეჭვები გახდა.
მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ ნავთობის მიწოდების შეზღუდვის გახანგრძლივების გამო Brent-ის ფასი კვლავ $90-ზე მაღლა რჩება.
სწორედ ამ მიზეზით, გასულ პარასკევს Brent-ის ფასი 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, რეკორდულ მაჩვენებელზე იყო: წლის ბოლომდე საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობის მოპოვებას დღეში 1.3 მილიონ ბარელამდე შეამცირებენ.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) მიმდინარე კვირას ყოველთვიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ძლიერი მოთხოვნის ნებისმიერი ნიშანი ფასების ზრდას გამოიწვევს.