საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.41 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6252 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.18 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 4 სექტემბრის ჩათვლით იქნება.