LIVE

Robinhood-ის CEO: ფინანსურ ბაზრებს მეტმა ადამიანმა უნდა მიმართოს

11 მარ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 669
Robinhood-ის CEO: ფინანსურ ბაზრებს მეტმა ადამიანმა უნდა მიმართოს
Bloomberg

Robinhood-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვლად ტენევი ამბობს, რომ  ინვესტირება ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა უნდა გახდეს, როგორც Amazon.com– ზე ყიდვა-გაყიდვა.

ტენევის ეს განცხადება მისი საბროკერო ბიზნესის მიმართ მარეგულირებელი უწყების, კანონმდებლებისა და სკეპტიკოსების კრიტიკას პასუხობს. Robinhood-ის კრიტიკოსები, განსაკუთრებით GameStop-ის აქციების სკანდალური ზრდის შემდეგ, აპლიკაციას ინვესტირების გამიფიკაციაში ადანაშაულებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ახლა სასამართლო დავებს და მის მიმართ კაპიტოლიუმიდან გაზრდილ ინტერესს უმკლავდება, Robinhood საკუთარი აქციების საჯარო განთავსებას მიმდინარე კვირაში გეგმავს. 

კომპანია ამჟამად მრავალი სამართლებრივი და მარეგულირებელი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის არის მასაჩუსეტსის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლის საჩივარი, რომლის თანახმად აპლიკაცია ”აგრესიულ” ტაქტიკას იყენებს ახალგაზრდა, გამოუცდელი ინვესტორების დასაინტერესებლად, მაგრამ ვერ იცავს მათ ზედმეტი რისკებისგან.

ამასთან, გარი გენსლერმა, აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე ჯო ბაიდენის მიერ შერჩეულმა კანდიდატმა, დაადასტურა, რომ მისთვის პრიორიტეტული იქნება ისეთი აპლიკაციების შემოწმება, რომლებიც მომხმარებლებს ფინანსური რისკებისკენ უბიძგებს.

”მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აშშ-ს კაპიტალის ბაზარზე ინვესტიცია აზარტული თამაშია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს სერიოზული საკითხია,"  განაცხადა ტენევმა ინტერვიუში.

თუმცა მისი აზრით, ფინანსური ბაზრების სიკეთეების გამოყენება უფრო მეტმა ადამიანმა უნდა შეძლოს. Robinhood-ის აღმასრულებელი დირექტორის სურვილია, რომ ამერიკული ოჯახების წილი, რომლებიც საფონდო ბაზარზე ინვესტიციას აკეთებენ, დაახლოებით 50%-დან 95%–მდე გაიზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გასულ წელს გლობალური გაფართოების გეგმა შეაყოცნა, ტენევის თქმით, სამომავლოდ ამ მიზანთან დაბრუნების გზას ხედავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ენი მასა და ემილი ჩანგი