2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საავტომობილო ზეთების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის კი - შემცირდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 7 თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 13.23 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 9.7%-იანი ზრდაა.
იანვარ-ივლისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:
- თურქეთი - 2.79 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 21.1%);
- ირანი - 2.74 ათასი ტონა (20.7%);
- გერმანია - 1.50 ათასი ტონა (11.3%);
- აზერბაიჯანი - 0.82 ათასი ტონა (6.2%).
7 თვეში მცირედით, თუმცა იკლო საავიაციო ნავთის იმპორტმა. კერძოდ, იმპორტის მოცულობა 67.1 ათასი ტონა იყო. წლიური კლება 0.7%-ია.
იანვარ-ივლისში საავიაციო ნავთის იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:
- თურქმენეთი - 29.6 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 44.1%);
- აზერბაიჯანი - 17.3 ათასი ტონა (25.8%);
- საბერძნეთი - 10.3 ათასი ტონა (15.3%);
- თურქეთი - 6.7 ათასი ტონა (10%);
- მალტა - 3.2 ათასი ტონა (4.8%).