LIVE

საუდის არაბეთი ნავთობის შემცირებულ წარმოებას ძალაში მინიმუმ ერთი თვით ტოვებს

03 აგვ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 359
საუდის არაბეთი ნავთობის შემცირებულ წარმოებას ძალაში მინიმუმ ერთი თვით ტოვებს

საუდის არაბეთი ნავთობის შემცირებულ წარმოებას ძალაში კიდევ მინიმუმ ერთი თვით, სექტემბრის ბოლომდე დატოვებს. ქვეყანა მიანიშნებს, რომ ეს ვადა შესაძლოა კიდევ გახანგრძლივდეს, ხოლო წარმოება - შემცირდეს. 

OPEC+-ის ლიდერმა ქვეყანამ გასულ თვეში აგვისტოს ბოლომდე ნავთობის წარმოება ნებაყოფლობით დღეში 1 მილიონი ბარელით, 9 მილიონ ბარელამდე  შეამცირა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

OPEC+ ქვეყნები, რომელთა შორის არიან, რუსეთი და საუდის არაბეთი, ნავთობს ფასის გაზრდის მიზნით ამცირებენ, თუმცა წარმოების შემცირება საუდის არაბეთს ეკონომიკის ზრდის პროგნოზზე უარყოფითად აისახა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ქვეყნის ეკონომიკის წლევანდელი ზრდის პროგნოზი 1.9%-მდე შეამცირა. ორგანიზაცია მაისში 3.1%-იან, ხოლო ივნისში 2.1%-იან ზრდას ელოდა. 

სიახლე მყისიერად აისახა ნედლი ნავთობის ფასზე. WTI-ის ფასი 2.3%-ით 81$-მდე გაიზარდა.