
ორშაბათის ვაჭრობის შედეგად, ნავთობის ფასები შემცირდა, თუმცა თვის ჭრილში რეკორდული ზრდა ფიქსირდება. Brent-ის ფასმა 30 ცენტით დაიკლო და ბარელზე $84.69 შეადგინა; ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის (WTI) ფასი 22 ცენტით შემცირდა და ერთი ბარელის ღირებულება ამჟამად $80.36-ს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, გასულ პარასკევს Brent-ისა და WTI-ის ფასები აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულზე იყო. ამის მიზეზებად კი საუდის არაბეთის მიერ ნავთობის შემცირებული რაოდენობით მოპოვების გახანგრძლივება და აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი ზრდა სახელდება.
ამჟამად საუდის არაბეთი დღეში 1 მილიონი ბარელი ნავთობით ნაკლებს მოიპოვებს. არსებობს მოლოდინები, რომ აღნიშნული პოლიტიკა სექტემბერშიც გაგრძელდება; ეს კი გლობალურად მიწოდებას შეამცირებს.
საკითხზე განცხადებას საუდის არაბეთი ნავთობის ექსპორტიორი და მათი მოკავშირე ქვეყნების (OPEC+) შეხვედრაზე პარასკევს გააკეთებს.