საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.60 მლრდ ლარით (3.50%-ით) გაიზარდა და ივნისის ბოლოს 47.33 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 633.62 მლნ ლარით (2.50%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული - 968.12 მლნ ლარით (4.74%-ით) გაიზარდა.