2023 წლის მეორე კვარტალში, იანვარ-მარტის პერიოდთან შედარებით თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3%-ით გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდამ 13.1% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა, როგორც საცხოვრებელი ბინების (3.4%), ისე კერძო სახლების ფასები (1.6%). ფასების ზრდამ წლიურ ჭრილში ბინებზე 10.6%, კერძო სახლებზე კი 16.2% შეადგინა.
კვარტალურ ჭრილში ბინების 1 კვადრატულ მეტრზე გასაყიდი ფასი 242 ლარით გაიზარდა კრწანისში, რითაც საბურთალოსა და ჩუღურეთის უბნებში გასაყიდ ფასს გაუსწრო. თბილისის სხვა უბნებში კი ფასები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- მთაწმინდა - 5 167 ლარი;
- ვაკე - 4 404 ლარი;
- კრწანისი - 3 417;
- საბურთალო - 3 397ლარი;
- ჩუღურეთი - 3 284 ლარი;
- დიდუბე - 3 131 ლარი;
- ნაძალადევი - 3 006 ლარი;
- ისანი - 2 917 ლარი;
- გლდანი - 2 891 ლარი;
- სამგორი - 2 718 ლარი.
კერძო სახლების შემთხვევაში, იანვარ-მარტის პერიოდთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა ფასები საბურთალოსა და დიდუბის რაიონში, თუმცა ზრდა ფიქსირდება სხვა უბნებში:
- მთაწმინდა - 3 776 ლარი;
- ვაკე - 3 647 ლარი;
- საბურთალო - 2 811 ლარი;
- დიდუბე - 2 628 ლარი;
- ჩუღურეთი - 2 622 ლარი;
- ისანი - 2 287 ლარი;
- კრწანისი - 2 272 ლარი;
- ნაძალადევი - 2 170 ლარი;
- სამგორი - 2 123 ლარი;
- გლდანი - 1 955 ლარი.
აღსანიშნავია, რომ RPPI მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს თბილისის ტერიტორიაზე.