ნავთობის ფასები იკლებს: მოვაჭრეები აშშ-სა და ევროპის ცენტრალური ბანკებისგან რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ელიან, რაც შეამცირებს მიწოდებას.
Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 31 ცენტით (0.4%) შემცირდა და ბარელზე $80.76 შეადგინა; ხოლო აშშ-ის West Texas Intermediate (WTI)-მა 33 ცენტით (0.4%) დაიკლო და ბარელის ფასი $76.74 გახდა.
გასულ კვირას Brent-ის საორიენტაციო ფასმა 1.5%-ით მოიმატა, ხოლო WTI-მა - 2.2%-ით. გლობალურად ნავთობის ფასები ზედიზედ მეოთხე კვირა იმატებდა. ამჟამად მოსალოდნელია, რომ მიწოდება შემცირდება.
მიწოდების შემცირებაზე რამდენიმე ფაქტორი იმოქმედებს. პირველ რიგში, OPEC+-ის ქვეყნების გადაწყვეტილება, შეამცირონ ნავთობის მოპოვება. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) და ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) რეფინანსირების განაკვეთებს გაზრდიან.