LIVE

ამერიკის პირველ ბანკში მუზეუმი მოეწყობა

22 ივლ 202314:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 428
ამერიკის პირველ ბანკში მუზეუმი მოეწყობა

ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ბანკში მუზეუმის მოწყობა იგეგმება.  

ფილადელფიაში მდებარე მე-18 საუკუნის ისტორიული შენობა, ათწლეულების განმავლობაში, საზოგადოებისთვის დაკეტილი იყო. მნიშვნელოვანი რემონტის დასრულების შემდეგ, მუზეუმი სავარაუდოდ, 2026 წელს გაიხსნება, რაც სიმბოლურია, რადგან ამერიკა ამ წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების 250-ე წლისთავს აღნიშნავს.

1790-იან წლებში აშენებული შენობა მიიჩნევა აშშ-ის უძველეს ფედერალურ შენობად, რომელიც დღემდე შემორჩენილია. 

"ეს მუზეუმი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ დაიწყო ქვეყანამ გაერთიანება და შემდეგ ერთად განვითარება", - ამბობს Independence Historical Trust-ის განვითარების დირექტორი, INHP-ის არაკომერციული პარტნიორი, ჯონათან ბარტონი.

ბარტონის თქმით, პროექტმა 2017 წლიდან სულ $26.7 მილიონის დაფინანსება მიიღო, საიდანაც $4.5 მილიონი Independence Historical Trust-ის მიერ მოპოვებული კერძო შემოწირულება იყო. მუზეუმის მოსაწყობად ფედერალურმა მთავრობამ $22.2 მილიონი ახლახან გამოყო, რაც მუზეუმის გახსნას შესაძლებელს ხდის, თუმცა ექსპონატების შესაქმნელად პროექტს $6.6 მილიონის მოძიება კვლავ ესაჭიროება.

მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ექსპონატები, რომლებიც ეხება აშშ-ის ისტორიის მნიშვნელოვან ასპექტებს; ნაჩვენები იქნება, თუ როგორ ასესხებდნენ და სესხულობდნენ ადამიანები ფულს და რა როლი ჰქონდა ბანკს მონებით ვაჭრობაში.