LIVE

ტეილორ სვიფტის კონცერტის გამო, საკრედიტო ბარათებზე მოთხოვნა 45%-ით გაიზარდა

05 ივლ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 939
ტეილორ სვიფტის კონცერტის გამო, საკრედიტო ბარათებზე მოთხოვნა 45%-ით გაიზარდა

სინგაპურში მომავალ წელს დაგეგმილი ტეილორ სვიფტის კონცერტის ბილეთების ყიდვა United Overseas Bank-ის საკრედიტო ბარათების მფლობელებს წინასწარ შეეძლებათ. ამის გამო, ბარათზე აზიის ქვეყნებში მოთხოვნა გაიზარდა

Bloomberg News-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სიახლის შესახებ გახდა ცნობილი, ბარათის მისაღებად განცხადებების საშუალო დღიური მაჩვენებელი 21-27 ივნისის პერიოდში სინგაპურში, ტაილანდში, მალაიზიაში, ინდონეზიასა და ვიეტნამში 45%-ით გაიზარდა. სინგაპურსა და ვიეტნამში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი - 130%-ია. 

აღნიშნულ ხუთ ქვეყანაში UOB ბარათის მფლობელები ბილეთებს  სტანდარტული გაყიდვების დაწყებამდე, 7 ივლისამდე, 48 საათით ადრე შეძლებენ. 

საკრედიტო ბარათის ახალ მფლობელებს შორის, ნახევარზე მეტი ქალია. მომხმარებლების ყველაზე დიდი ჯგუფს, მთლიანი ოდენობის მესამედს 30-40 წლის ადამიანები შეადგენენ.  

ტეილორ სვიფტის კონცერტის ბილეთების ფასი $108-დან $348-მდე მერყეობს. VIP პაკეტების ფასი $1 228-ს აღწევს და მოიცავს სასაჩუქრე კომპლექტს: ჩანთას, სტიკერებს, ღია ბარათების კომპლექტს და სამკერდე ბეჯის საკიდს. 

გლობალურად, Google-ის საძიებო სისტემაში საკვანძო სიტყვების UOB და Taylor Swift ძიებამ პიკს 21 ივნისს, ვარსკვლავის აზიური ტურის დეტალების გამოქვეყნების შემდეგ მიაღწია.