LIVE

Tether-ი საქართველოს ბლოქჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება

28 ივნ 202312:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 552
Tether-ი საქართველოს ბლოქჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია Tether Operations Limited-ი საქართველოს ბლოქჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება.

კომპანიის მხრიდან ქვეყნისთვის ბლოქჩეინის მიმართულებით ხელშეწყობას სამინისტროსა და Tether-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც ხელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და Tether Operations Limited-ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა პაოლო არდოინომ მოაწერეს.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, Tether-ი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებითაა დაინტერესებული. მისი განმარტებით, ამ მიზნით კომპანია ადგილობრივი სტარტაპებისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის, რომელიც სტარტაპებს ბლოქჩეინ ტექნოლოგიების განვითარებაში, საქართველოს კი, ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემის მქონე ქვეყნის სტატუსის პოზიციონირებაში დაეხმარება.

„ჩვენ ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე ბლოქჩეინ ტექნოლოგიის საგანმანათლებლო სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ადგილობრივი ბლოქჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე აღნიშნული პროფილის კომპანიების საქართველოში შემოყვანას“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.