LIVE

საქართველოს ბანკის პლატფორმა bogpay.ge Mastercard-თან ერთად მომხმარებლებისთვის ახალ კამპანიას იწყებს

07 ივნ 202314:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 317
საქართველოს ბანკის პლატფორმა bogpay.ge Mastercard-თან ერთად მომხმარებლებისთვის ახალ კამპანიას იწყებს

საქართველოს ბანკი Mastercard-თან ერთად ახალ კამპანიას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს bogpay.ge-ზე ავტორიზაციისა და Mastercard-ით განხორციელებული გადახდების შემთხვევაში ექნება შესაძლებლობა, მიიღოს თრეველბოქსის სასაჩუქრე ყუთი. 

მომხმარებელი Travel box-ს მიიღებს იმ შემთხვევაში თუკი მის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია მე-500 აღმოჩნდება. სასაჩუქრე ყუთი მოიცავს 2 კაციან ვაუჩერს, 2 ღამით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ სასტუმროებიდან ერთ-ერთში.

აქცია 6 ივნისს დაიწყო და ის  15 აგვისტოს დასრულდება. 

კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ  შემდეგ ბმულზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმა Bogpay.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია 600-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან. 

ციფრული პლატფორმის ერთერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. 

Bogpay.ge -ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

(R)