LIVE

ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები დაიწყო

05 ივნ 202316:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 402
ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები დაიწყო

ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისების განხორციელება დაიწყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ალმათი მეხუთე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას სრულდება. პირველ რეისს ყაზახეთიდან 175 მგზავრი ჩამოჰყვა.

„FlysArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას კიდევ უფრო აძლიერებს. ალმათი - სრულიად ახალი, მეხუთე მიმართულება დაემატა უკვე დღეიდან ჩვენს აეროპორტს. რითაც ქუთაისიდან ფაქტობრივად, სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები. ცენტრალური აზია ახალი მიმართულებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. FLyArystan-ის წარმატებულმა მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი რეგიონი ყაზახეთისთვის ძალიან საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულებაა. ზაფხულში ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთიდან კვირაში 15 სიხშირით იფრენს“, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.