აშშ-ის სენატმა საგარეო ვალის ზედა ზღვრის დროებით გაუქმებას დაუჭირა.
კანონპროექტს მხარი 63-მა სენატორმა დაუჭირა, 36 კი მის წინააღმდეგ წავიდა. იქამდე დოკუმენტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა.
კანონპროექტის დამტკიცებას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიესალმა და აშშ-ის ეკონომიკისა და ამერიკელი ხალხის დიდ გამარჯვება უწოდა. საკითხზე დამატებით განცხადებას ის დღეს საღამოს გააკეთებს.
Just now, Senators from both parties voted to protect our hard-earned economic progress and prevent a first-ever default.
No one gets everything they want in a negotiation, but make no mistake: this bipartisan agreement is a big win for our economy and the American people.
Our…
სენატის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს ძალაში შესასვლელად ახლა პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. ამის შემდეგ ქვეყანა დეფოლტის საფრთხეს ოფიციალურად აიცილებს.
აშშ-ის საგარეო ვალი რეკორდულად გაიზარდა და $31.4 ტრილიონს მიაღწია. კანონპროექტი განსაზღვრავს ფედერალური ხარჯების კურსს მომდევნო ორი წლის განმავლობაში და აუქმებს ვალის ზედა ზღვარს 2025 წლის პირველ იანვრამდე.
თუ კანონმდებლები ცვლილებას მხარს არ დაუჭერდნენ, 5 ივნისს ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდებოდა.