LIVE

ლარი დოლართან 4.24 თეთრით, ევროსთან კი 5.45 თეთრით გაუფასურდა

01 ივნ 202317:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 6886
ლარი დოლართან 4.24 თეთრით, ევროსთან კი 5.45 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, პირველი ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 4.24 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6396 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 5.45 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8278 ლარი გახდა.

აღნიშნული კურსები ძალაში 2 ივნისის ჩათვლით იქნება.