LIVE

პარლამენტში დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ კანონპროექტი განიხილეს

30 მაი 202317:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 264
პარლამენტში დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ კანონპროექტი განიხილეს

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ საქართველოს კანონპროექტის განხილვის ფარგლებში, 30 მაისს სამუშაო შეხვედრა პარლამენტის კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისთვის გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს კანონპროექტის ძირითადი სიახლეები, ახალი პროცედურები და ინსტრუმენტები. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“, რომელსაც ახორციელებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.

(R)