LIVE

ლარი ევროსთან 1.60 თეთრით გაუფასურდა

30 მაი 202317:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 510
ლარი ევროსთან 1.60 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 30 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.96 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5919 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.60 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7824 ლარი გახდა.

აღნიშნული კურსები ძალაში 31 მაისის ჩათვლით იქნება.