
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.53 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5823 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.88 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7664 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 30 მაისის ჩათვლით იქნება.