LIVE

Bitcoin-ის ფასმა დღეს ორკვირიან მაქსიმუმს მიაღწია

29 მაი 202314:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 636
Bitcoin-ის ფასმა დღეს ორკვირიან მაქსიმუმს მიაღწია

ბიტკოინის ფასმა ორკვირიან მაქსიმუმს მიაღწია. უმსხვილესი ციფრული ტოკენი დღეს 3.2%-ით გამყარდა და ლონდონში დილის 8 საათისთვის $28 000-ს გადააჭარბა.

ზრდა შედარებით ნაკლებად მსხვილმა ტოკენებმაც აჩვენეს, მაგრამ მათ შემთხვევაში, მოგება ასეთი თვალსაჩინო არ ყოფილა. 

ამჟამად 1 ბიტკოინი $27 890, ეთერიუმი კი $1 902 ღირს.  

კრიპტოვალუტის ფასის მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში კრიზისის თავიდან ასაცილებლად მიღწეულია შეთანხმება საგარეო ვალის ზღვრის გასაზრდელად. 

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, კევინ მაკკარტის შორის საგარეო ვალის ჭერის შეთანხმებამ ხელი შეუწყო გლობალურ ბაზრებზე რისკიანი აქტივების მიმართ ინტერესის ზრდასთუმცა შეთანხმება სწრაფად უნდა დაამტკიცოს კონგრესმა, რათა ქვეყანამ დეფოლტი თავიდან აიცილოს

გასული წლის მძიმე შედეგების შემდეგ, 2023 წელს კრიპტო ბაზრები ნაწილობრივ აღდგა, მაგრამ ტოკენების ფასები მაინც ბევრად ჩამორჩება რეკორდულ მაჩვენებლებ. ბიტკოინის ფასმა პიკს - $69 000-ს 2021 წელს მიაღწია. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ბიტკოინი ამჟამად რჩება მის ბოლოდროინდელ დიაპაზონში, რაც $25 000-დან $30 000-მდე ფასს გულისხმობს და ამ ზღვრის მნიშვნელოვანი გარღვევა მოსალოდნელი არ არის.