LIVE

7 ხრიკი, რომელიც ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება

04 მარ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 450
7 ხრიკი, რომელიც ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება
Bloomberg

ზოგჯერ ძალიან ბევრს ვხარჯავთ და საკმარის დანაზოგს ვერ ვაკეთებთ. ვიხდით პროცენტს საკრედიტო ბარათებზე. ვაკეთებთ ინვესტიციებს არასწორ დროს. მოკლედ, ადამიანები ვართ. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც  ფინანსური ცხოვრების უკეთ გაკონტროლებაში დაგვეხმარება:

ცვლილებებისთვის გამოიყენე შენი დაბადების დღე. ადამიანები ხშირად საკუთარ დაბადების დღეებზე ახალ ვალდებულებებს იღებენ, ამიტომ ეს მშვენიერი შესაძლებლობაა მოკლევადიანად მომაბეზრებელი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი ცვლილებების განსახორციელებლად.

დაზოგეთ ცოტა ყოველდღე. ქცევითი მეცნიერის, შლომო ბენარცის თანახმად, ადამიანები უფრო მეტად არიან მზად დაზოგონ დღეში 5 დოლარი, ვიდრე დაზოგონ თვეში 150, მიუხედავად იმისა, რომ ჯამი არ იცვლება.

წარმოიდინეთ თავი საჰაერო ბუშტში. სიმაღლიდან უფრო მეტი სივრცე იშლება და შორი ხედვა იოლდება. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ამ ექსპერიმენტის შედეგად ადამიანებმა  შორმსჭვრეტელი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება შეძლეს და ამას კვლევა ადასტურებს. ამ მეთოდით ადამიანებმა უპირატესობა უფრო დიდ და გრძელვადიან შედეგებს მიანიჭეს, ვიდრე მცირეს და მყისიერს.

გადააქციეთ ინერცია აქტივად. დანაზოგის დაგროვება ავტომატურ რეჟიმში გადაიყვანეთ. 

მიიღეთ მყისიერი უკუკავშირი. შეგიძლიათ დააყენოთ საბიუჯეტო პროგრამები, რომელიც გამოგიგზავნით გაფრთხილებებს, როდესაც კონკრეტული მიმართულებით უფრო მეტს ხარჯავთ, ვიდრე აპირებდით. ზოგჯერ ქცევის შესაცვლელად მხოლოდ ეს არის საჭირო.

დაყავით. სტანდარტული ფინანსური თეორია ამბობს, რომ სისულელეა თქვენი დანახარჯების და დანაზოგის გონებრივი დაყოფა, რადგან ფული სიამოვნებისთვისაა. თუმცა, რეალურ სამყაროში ეს მუშაობს. Financial Planning გვთავაზობს განათავსოთ თქვენი შემნახველი ანგარიში სხვა ბანკში, რომ უფრო რთული გახდეს შემნახველიდან თქვენს ანგარიშზე ფულის გადატანა.

დაფიქრდით. ქცევითი ფინანსების დირექტორი დანიელ ეგანი წერს, რომ სანამ იმპულსურ შენაძენს გააკეთებთ, დატოვეთ მაღაზია ან ვებსაიტი და ცოტა გაისეირნეთ. როგორც ინვესტორი გააკეთებდა ამას, სანამ მნიშვნელოვან კონტრაქტს მოაწერდა ხელს. ასე თავიდან აიცილებთ თქვენს ყველაზე უარეს ინსტინქტებზე რეაგირებას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიტერ კოი