LIVE

რუსეთს ასობით გერმანელი საჯარო მოხელე დატოვებს

28 მაი 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 311
რუსეთს ასობით გერმანელი საჯარო მოხელე დატოვებს

ასობით გერმანელ სახელმწიფო მოხელეს, რომლებიც ამჟამად რუსეთში მუშაობენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ. მათ შორის არიან დიპლომატები, მასწავლებლები, კულტურული ინსტიტუტების პერსონალი და სხვა. მათ რუსეთში ყოფნას შეზღუდავს მოსკოვის მიერ მიღებული ახალი კანონი, რომელიც ძალაში მომდევნო თვიდან შევა და ქვეყანაში უცხოელი მომუშავეების რაოდენობაზე ლიმიტს დააწესებს. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

სამინისტროს პრესპიკერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში მიღების შემდეგ მრავალ სფეროში დასაქმებული გერმანელი მოხელეები რუსეთს დატოვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ გერმანიაც იმავე ზომებს მიიღებს ქვეყანაში მყოფი რუსი სახელმწიფო მოხელეების მიმართ. რუსეთმა ქეყანაში დასაქმებული უცხოელი პერსონალის რაოდენობაზე ლიმიტი მას შემდეგ დააწესა, რაც გერმანიამ ქვეყნიდან რამდენიმე რუსი დიპლომატი გააძევა.