LIVE

აშშ-ში მომუშავე ყოველი მე-5 ადამიანი მიგრანტია

27 მაი 202320:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 426
აშშ-ში მომუშავე ყოველი მე-5 ადამიანი მიგრანტია

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნის სამუშაო ძალას უცხოეთში დაბადებული დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი შეუერთდა.

ჯამში, აშშ-ში სამუშაო ძალის 18.5% მიგრანტებზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში მომუშავე ყოველი მე-5 ადამიანი საზღვრებს გარეთაა დაბადებული. 

გასული წლის სამუშაო ძალის ზრდის 60% მიგრანტებზე მოდის. ამ პერიოდში, სამუშაო ძალას 1.3 მილიონი აშშ-ში დაბადებული დაემატა.

მიგრანტების დამატება დაეხმარა კადრების მწვავე დეფიციტის შემცირებას ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა ჯანდაცვა და მშენებლობა. 

შეერთებულ შტატებში იმიგრაციის ტემპმა შენელება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო, რადგან ამ პერიოდში მათთვის უამრავი შეზღუდვა ამოქმედდა. პანდემიის დროს ჩაკეტილი საზღვრებისა და მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში მიგრანტების შედინება თითქმის შეწყდა.