LIVE

ქართველები ყველაზე ხშირად თურქეთში და ძირითადად, საყიდლების მიზნით გადიან

25 მაი 202311:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 289
ქართველები ყველაზე ხშირად თურქეთში და ძირითადად, საყიდლების მიზნით გადიან

2023 წლის I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ რეზიდენტი მოგზაურების 585.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა. საქსტატის თანახმად, იანვარ-მარტის მონაცემები 2.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აქედან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 448.4 ათასი შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2022 წლის I კვარტლის მაჩვენებელს. ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (234.1 ათასი) და სომხეთში (64.3 ათასი) განხორციელდა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 255.4 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 76.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

იანვარ-მარტში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 372.5 მლნ ლარი შეადგინა. წლიური ზრდა 30.7% იყო. აღსანიშნავია, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის I კვარტალთან შედარებით 37%-ით შემცირდა და 830.8 ლარს გაუტოლდა.

2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (38.1%) საყიდლების მიზნით განხორციელდა. საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯების კატეგორიაში საყიდლების წილი 40.1% იყო. 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის მაჩვენებელზე (6.4 ღამე) 5.4%-ით ნაკლებია. ვიზიტების 98% განმეორებითი ხასიათის იყო.