LIVE

„როკ-ენ-როლის დედოფლად” წოდებული ტინა ტერნერი გარდაიცვალა

24 მაი 202322:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 861
„როკ-ენ-როლის დედოფლად” წოდებული ტინა ტერნერი გარდაიცვალა

„როკ-ენ-როლის დედოფლად” წოდებული ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში შვეიცარიაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

გამოცემა წერს, რომ ბოლო წლებში მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მათ შორის ებრძოდა კიბოს, ინსულტსა და თირკმლის უკმარისობას. 

მომღერალმა კარიერა მეუღლესთან, აიკ ტერნერთან ერთად დაიწყო. მათ განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანეს სიმღერებმა Proud Mary და River Deep, Mountain High.

წყვილი 1978 წელს დაშორდა. 80-იან წლებში ტერნერი კიდევ უფრო პოპულარული გახდა. The Best-მა და სხვა ჰიტებმა ის სუპერვარსკვლავად აქციეს. 

ლეგენდარული მომღერალი ცნობილი იყო თავისი მღელვარე, ენერგიული სასცენო შესრულებითა და ძლიერი ვოკალით.

მან გრემის რვა ჯილდო მიიღო. 2021 წელს ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში სოლო მომღერლად შეიყვანეს. იქამდე მან სიაში ადგილი აიკ ტერნერთან ერთად 1991 წელს დაიმკვიდრა.