
საბერძნეთის ქალაქ ლარისას მახლობლად 6,2 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.
საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ქალაქ ელასონას მახლობლად მდებარე სახლი და სკოლის შენობა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოსოვოსა და მონტენეგროში იგრძნობოდა.