LIVE

იტალიის მთავრობამ წყალდიდობისგან დაზარალებული რეგიონებისთვის €2 მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა

23 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 452
იტალიის მთავრობამ წყალდიდობისგან დაზარალებული რეგიონებისთვის €2 მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა

იტალიის მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ბიზნესებისა და ოჯახებს დასახმარებლად €2 მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა

"რამდენიმე დღეში €2 მილიარდის მოძიება ადვილი საქმე არ არის. რაც შეეხება რეკონსტრუქციას, ამ დროისთვის უცნობია მთლიანობაში რა თანხა იქნება საჭირო", - თქვა პრემიერმინისტრმა ჯორჯა მელონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული განკარგულებით, ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები და გადასახადების 31 აგვისტომდე გაყინვა. მთავრობამ ასევე დაამტკიცა ნორმები, რომლებიც მიზნად ისახავს გზების, სკოლების აღდგენას და ზოგადად ადგილობრივი დასახლებების აღდგენაში დახმარებას. 

იტალიური საინფორმაციო სააგენტო Ansa-ს ცნობით, წყალდიდობას ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 10 000-მდე ადამიანს კი იძულებით გადასახლება მოუწია.

ფერმერთა ასოციაციის Confagricoltura-ს წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის გამო, €1.5 მილიარდის მოსავალი დაზიანდა.  

რეგიონის პრეზიდენტმა სტეფანო ბონაჩინიმ კატასტროფა რეგიონში 2012 წელს მომხდარ მიწისძვრას შეადარა.  

სტიქიის შედეგები ასევე, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ტურისტულ სეზონზე, რადგან ქარიშხალმა გაანადგურა სანაპიროები.