
ევროკავშირმა დღეს სანქციები გააფართოვა ირანელი პოლიტიკოსებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალადობრივ რეჟიმს უჭერენ მხარს.
ევროსაბჭოს Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი სანქციების ქვეშ ექცევა 5 პიროვნება და 2 კომპანია ირანიდან.
ევროსაბჭომდე სანქციების გამოცხადების შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა, განაცხადა.