LIVE

იანვარ-აპრილში საქართველომ LPG-ის 99.7% რუსეთში იყიდა

19 მაი 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 337
იანვარ-აპრილში საქართველომ LPG-ის 99.7% რუსეთში იყიდა

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99.7% (14 440 ტონა) რუსეთიდან განხორციელდა. 

ჯამში იანვარ-აპრილში საქართველოში 14 480 ტონა თხევადი გაზი შემოვიდა, ეს კი 4 970 ტონით, შესაბამისად, 52.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

გარდა ამისა, გაზრდილია სანავთობო ბიტუმის იმპორტი, კერძოდ 96,1%-ით გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 15 600 ტონა სანავთობო ბიტუმი შემოვიდა, ხოლო 2023 წლის იმავე პერიოდში - 30 600 ტონა. აღსანიშნავია, რომ გარდა თხევადი გაზისა, სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემთხვევაშიც, მოწინავე ადგილზე რუსეთი დგას და მასზე იმპორტის 48.4% მოდის. რუსეთის შემდეგ ლიდერობენ ერაყი - 7 900 ტონით (25.8%), თურქეთი - 6 700 ტონით (21.9%) და აზერბაიჯანი - 1 200 ტონით (3.9%).