LIVE

ზარები, დაშიფრული შეტყობინებები - Twitter-ს ახალი ფუნქციები ემატება

10 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 323
ზარები, დაშიფრული შეტყობინებები - Twitter-ს ახალი ფუნქციები ემატება

Twitter-ს ახალი ფუნქციები ემატება. ამის შესახებ მისმა მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა. მოსალოდნელია, რომ პლატფორმის მეშვეობით დარეკვა და დაშიფრული პირადი შეტყობინებების გაგზავნა გახდება შესაძლებელი.

„მალე თქვენი ანგარიშიდან შესაძლებელი იქნება ხმოვანი და ვიდეო ჩატი ნებისმიერ მსურველთან ამ პლატფორმაზე, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თქვენი ტელეფონის ნომრის მიცემის გარეშე“, - დაწერა მასკმა. 

მასკის თქმით, დაშიფრული პირადი შეტყობინებების ვერსია ხელმისაწვდომი Twitter-ზე დღეიდან იქნება.

გასულ წელს მასკმა მხარი დაუჭირა გეგმას - Twitter 2.0 The Everything App-ს, რომელიც დაშიფრულ შეტყობინებებთან ერთად, ვრცელ ტვიტებსა და გადახდებს ითვალისწინებს.

მიმდინარე კვირაში მასკმა ასევე თქვა, რომ Twitter წაშლის და დაარქივებს ანგარიშებს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიური არ არის.