LIVE

აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთათვის კანონი მკაცრდება

06 მაი 202320:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 26281
აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთათვის კანონი მკაცრდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 მაისს ძალაში შევა ახალი რეგულაცია, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთათვის წესებს გაამკაცრებს. ახალი რეგულაციის თანახმად, არალეგალი მიგრანტები, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ეცდებიან, თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ 11 მაისს ვადა ეწურება საზღვარზე Covid-19-თან დაკავშირებულ შეზღუდვებს, რომელთაც სწორედ ახალი რეგულაცია ჩაანაცვლებს. 

უფრო ზუსტად, ახალი რეგულაციის თანახმად, მიგრანტებს არ ექნებათ თავშესაფრის მინიჭების უფლება თუკი, ერთი მხრივ, ისინი აშშ-ისკენ მიმავალ გზაზე სხვა ქვეყნებში არ ეცდებიან დაცვისა და დახმარების მიღებას და, მეორე მხრივ, თუ ისინი სხვა ნებისმიერი არალეგალური გზით ეცდებიან შეერთებულ შტატებში მოხვედრას. 

საგულისხმოა, რომ მალე აშშ-მექსიკის საზღვარზე მოიხსნება რეგულაციები (Title 42), რომლებიც თავის დროზე Covid-19-თან დაკავშირებით დაწესდა. ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ გაიზრდება იმიგრაცია. უკვე ბოლო კვირებში აშშ-მექსიკის საზღვარზე შესამჩნევად მოიმატა დაკავებულ მიგრანტთა რიცხვმა. შესაბამისად, ახალი შეზღუდვების შემოღება საიმიგრაციო პოლიტიკაში არის აშშ-ის მცდელობა, თავიან აიცილოს იმიგრაციის მოსალოდნელი ზრდა.