LIVE

ახალი ტიტანები ფინანსებში - Bloomberg-ის სია

30 აპრ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 404
ახალი ტიტანები ფინანსებში - Bloomberg-ის სია

Bloomberg-ი ფინანსური სექტორის 25 უმდიდრესი ახალი ლიდერების სიას აქვეყნებს. ყველაზე დიდი სიმდიდრე მოდის ინოვატორ და რისკის მოყვარულ ბიზნესმენებზე, რომლებიც ფინანსური სამყაროს განვითარებებისა და სიახლეების წინა ხაზზე თავს კომფორტულად გრძნობენ.

ამ თაობის სიმდიდრე ძირითადად ეფუძნება კომპიუტერულ სავაჭრო კომპანიებს, რომლებსაც კენ გრიფინის Citadel Securities და ჯეფ იასის Susquehanna International Group უდგას სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიის ვერცერთი მილიარდერი ვერ უსწრებს Berkshire Hathaway Inc.-ის მმართველ, 92 წლის უორენ ბაფეტს, ისინი ფინანსურ სფეროში სიმდიდრის დაგროვების ახალ ეპოქას ქმნიან. ბაფეტმა და კერძო ინვესტიციების მაგნატმა სტივ შვარცმანმა თავიანთი ქონება გრძელვადიანი ინვესტიციების ხარჯზე დააგროვეს. ახალი თაობის მილიარდერები კი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ფასების ცვლილების მიხედვით უსწრაფესად იღებენ გადაწყვეტილებას პოზიციების გახსნისა და დახურვის შესახებ.

სიაში მოხვდა ზოგიერთი ჰეჯ-ფონდი და კერძო ინვესტორები, თუმცა მათი ფინანსური ინტერესებიც ტექნოლოგიურ კომპანიებისკენაა მიმართული. მათ შორის არიან რობერტ სმიტი, Vista Equity Partners-ისა და ჩეის ქოულმენი Tiger Global Management-ის დამფუძნებლები (კენ გრიფინიც ფლობს ჰეჯ-ფონდს, Citadel-ს). აღსანიშნავია, რომ სიაში არც ერთი ქალი არაა.

სია Bloobmerg-ის მილიარდერების ყოველდღიურ რეიტინგებს ეფუძნება 23 მარტის მდგომარეობით. სიმდიდრის ახალ შემქმნელებზე ფოკუსირების მიზნით, სიიდან გამორიცხულია ადამიანები, რომლებიც (1) 2013 წლის ბოლოსთვის უკვე იყვნენ 300 ყველაზე მდიდართა სიაში, (2) მემკვიდრეობით მიიღეს ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, (3) არიან 70 წლის ასაკის და მეტის ან (4) გადადგნენ თავიანთი ბიზნესებიდან.

ტოპ ათეული ასე გამოიყურება:

1. კენ გრიფინი

ქონება: $35 მილიარდი | ასაკი: 54 | ინდუსტრია: ჰეჯ-ფონდები, ვაჭრობა | კომპანია: Citadel / Citadel Securities

2. ჯეფ იასი

ქონება: $33.1 მილიარდი | ასაკი: 67 | ინდუსტრია: ვაჭრობა  | კომპანია: Susquehanna International Group

3. ჩანგპენგ ჟაო

ქონება: $28.2 მილიარდი | ასაკი: 46 | ინდუსტრია: კრიპტო  | კომპანია: Binance

4. დენ გილბერტი

ქონება: $19.4 მილიარდი | ასაკი: 61 | ინდუსტრია: იპოთეკური სესხები  | კომპანია: Rocket Cos.

5. უდაი კოტაკი

ქონება: $13 მილიარდი | ასაკი: 64 | ინდუსტრია: საბანკო საქმიანობა  | კომპანია: Kotak Mahindra Bank Ltd.

6. რობერტ სმიტი

ქონება: $12 მილიარდი | ასაკი: 60 | ინდუსტრია: კერძო კაპიტალი  | კომპანია: Vista Equity Partners

7. მაიკლ პლატი

ქონება: $11.4 მილიარდი | ასაკი: 54 | ინდუსტრია: ჰეჯ-ფონდები  | კომპანია: BlueCrest Capital Management

8. ტენლი დრაქენმილერი

ქონება: $9.9 მილიარდი | ასაკი: 69 | ინდუსტრია: ჰეჯ-ფონდები| კომპანია: Duquesne Family Office

9. ქი ში

ქონება: $8.8 მილიარდი | ასაკი: 52 | ინდუსტრია: საფინანსო მომსახურება  | კომპანია: East Money Information Co.Kotak Mahindra Bank Ltd.

10. ტომ გორსი

ქონება: $8.2 მილიარდი | ასაკი: 58 | ინდუსტრია: კერძო კაპიტალი  | კომპანია: Platinum Equity