LIVE

BOG-ისა და სავაჭრო პალატის ერთობლივ პროექტში - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“, მეღვინეობა „ამბრა“ ჩაერთო

26 აპრ 202310:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 325
BOG-ისა და სავაჭრო პალატის ერთობლივ პროექტში - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“, მეღვინეობა „ამბრა“ ჩაერთო

საქართველოს ბანკი საქართველოს სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტს „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ ახორციელებს. პროექტი მცირე და საშუალო  ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 70-მა კომპანიამ შეძლო ბიზნესის გაციფრულება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ამბრა“.

კომპანია „ამბრა“ 2020 წელს, რაჭაში დაფუძნდა. ის ენდემურ რაჭულ, ლეჩხუმურ და იმერულ ღვინოებს აწარმოებს. კომპანიის მფლობელობაშია 2 ჰა ვენახი ხვანჭკარის მიკრო ზონაში. მეღვინეობა „ამბრა“ ჯამში 13 სახეობის ღვინოს აწარმოებს. მათ შორისაა ვაშლის ცქრიალა ღვინოც.

„კომპანია ყოველთვის თამამად ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა ჯიშზე და ტექნოლოგიაზე. 2022 წელს შეიქმნა ვაშლის პეტნატი, რომელიც დამზადებულია რაჭის მთებში დაკრეფილი ველური ვაშლისგან, ეს კი ღვინოს განუმეორებელ თვისებებს სძენს. კომპანია მომხმარებელთან ყოველთვის ემოციურ ბმაშია და ვიზიარებთ მათ აზრს. ვცდილობთ პროდუქტი იყოს მორგებული მომხმარებელზე და არა პირიქით. „ამბრა“ საქართველოს ბაზარზე მალევე გახდა პოპულარული და კომპანია წელიწადში უკვე 20 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ჩვენი პროდუქტი გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ევროპის 4 ქვეყანაში, ჩინეთში, იაპონიაში და ამერიკაში იყიდება. „ამბრა“ არის პირველი კომპანია რაჭიდან, რომელმაც მოახერხა  ამერიკის ბაზარზე 13 სახეობის რაჭული და იმერული ენდემური ჯიშებისგან დამზადებული ღვინის შეტანა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ბიზნესის გაციფრულება წარმოადგენდა, რადგან კომპანიის წარმატებისთვის და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად მოწესრიგებული ვებგვერდი აჩენს მეტ ნდობას და ადგილობრივ თუ უცხოელ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში კიდევ უფრო მეტად გეხმარება. პროექტის ფარგლებში დამზადებულმა ვებგვერდმა კომპანიას შეუმცირა ხარჯები, გაზარდა ბრენდის ცნობადობა და დღეს ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მარტივად მიიღოს ვებგვერდიდან ჩვენი კომპანიისა თუ პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაცია“, - აღნიშნავს კომპანია „ამბრას“ დამფუძნებელი, აკაკი სირაძე.

ინფორმაციისთვის, პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესის“ ფარგლებში, სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი, მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS  და MR ქულებით გადახდა და სხვა)  ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ინტერნეტის საშუალებით საკუთარი პროდუქტის გაყიდვა სურთ.

(R)