
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 10.7%-ით გაიზარდა. 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით კი, ინდექსის ზრდამ 0.9% შეადგინა.
I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების (9.3%), ისე კერძო სახლების (11.6%) სეგმენტში. წინა კვარტალთან შედარებით კი, გაიზარდა ბინების ფასები (2.4%), კერძო სახლების ღირებულება კი შემცირდა (-3.5%).
I კვარტალში ბინების კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი უბნების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- მთაწმინდა - 4 919 ლარი;
- ვაკე - 4 201 ლარი;
- საბურთალო - 3 344 ლარი;
- ჩუღურეთი - 3 257 ლარი;
- კრწანისი - 3 175 ლარი;
- დიდუბე - 3 004 ლარი;
- ნაძალადევი - 2 928 ლარი;
- ისანი - 2 856 ლარი;
- გლდანი - 2 788 ლარი;
- სამგორი - 2 647 ლარი.
კერძო სახლების კვადრატული მეტრის ფასი უბნების მიხედვით შემდეგია:
- მთაწმინდა - 3 619 ლარი;
- ვაკე - 3 405 ლარი;
- საბურთალო - 2 944 ლარი;
- დიდუბე - 2 717 ლარი;
- ჩუღურეთი - 2 451 ლარი;
- კრწანისი - 2 213 ლარი;
- ისანი - 2 194 ლარი;
- სამგორი - 2 002 ლარი;
- ნაძალადევი - 1 958 ლარი;
- გლდანი - 1 864 ლარი.
აღსანიშნავია, რომ RPPI მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს თბილისის ტერიტორიაზე.