LIVE

საქართველოს რკინიგზა: ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება

20 აპრ 202316:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 577
საქართველოს რკინიგზა: ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება. შედეგად, Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ.

მარშრუტი შემდეგია: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით, მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ.
 
"მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული გახდეს.
 
პირველი გადაზიდვისთვის მომზადებული ტრანსპორტი ფოთის პორტში ავტომწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა პირადად დაათვალიერეს",- აღნიშნავენ საქართველოს რკინიგზაში.