LIVE

TBC ბანკმა უზბეკეთში $28 მილიონის დამატებითი კაპიტალი მოიპოვა

04 აპრ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 460
TBC ბანკმა უზბეკეთში $28 მილიონის დამატებითი კაპიტალი მოიპოვა

უზბეკეთში თიბისი ბანკმა 28.1 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია მიიღო. მათ შორის, უმსხვილესი კონტრიბუცია - 16.9 მილიონი დოლარი თავად თიბისი ბანკის ჯგუფმა გაიღო, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), თითოეულმა - 5.6 მილიონი დოლარი.

ეს რიგით მესამე კაპიტალდაბანდებაა თიბისის უზბეკურ ბიზნესში, წინა ორი 2021-ში და 2022-ში განხორციელდა.

დამატებითი ინვესტიცია TBC უზბეკეთის პოზიციების გაძლიერებას მოხმარდება იმ მიზნით, რომ გაზარდოს ბანკის შესაძლებლობები და ოპერაციები. ასევე უზბეკეთის საბანკო სექტორის შემდგომ გაციფრულებას.

კაპიტალის ეს ზრდა მრავალწლიანი ფინანსური გეგმის ნაწილია, რომლის წინა ეტაპები მოიცავდა 35.1 მილიონი დოლარის ინვესტიციას გასულ წელს, ხოლო 2021 წელს - $22.5 მილიონიან კაპიტალდაბანდებას. 

თიბისი ბანკი უზბეკეთი ჰოლდინგური კომპანიის, თიბისი ბანკის ჯგუფის შვილობილია და ადგილობრივ საცალო მომხმარებელს ციფრულ საბანკო სერვისებს სთავაზობს. მათ შორის, ფულად გადარიცხვებს, სესხებს, ავტოსესხებს, დეპოზიტებს, საბანკო ბარათებსა და გადახდებს.

თიბისიმ საკუთარი საქმიანობა უზბეკეთში 2020 წელს გააფართოვა და ამჟამად კლიენტებს ინოვაციური ფინტექ პლატფორმით - Space-ით ემსახურება.