LIVE

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

31 მარ 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 290
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, რომელიც წარმოადგენს სხვაობას ქვეყნის საგარეო ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -28.3 მლრდ აშშ დოლარი (-76.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -115.1%-ია. წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 1.8 მლრდ აშშ დოლარით გაუარესდა.

აღსანიშნავია, რომ ისტორიულად, საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია, რაც მეტყველებს, რომ ქვეყნის რეზიდენტებს მეტი ვალდებულება გააჩნიათ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, ვიდრე აქტივი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 14.2 მლრდ აშშ დოლარია (38.4 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 828.9 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 42.5 მლრდ აშშ დოლარი (114.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 2.6 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.