
Binance Holdings-ს, მის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოსა და ბირჟის ყოფილი შესაბამისობის მთავარ ოფიცერს, სამუელ ლიმს აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისია (CFTC) სავაჭრო წესების სავარაუდო დარღვევისთვის უჩივის.
კომისიის თანახმად, კომპანია მომხმარებლებს არარეგისტრირებულ კრიპტო წარმოებულ პროდუქტებს შეგნებულად სთავაზობდა, რითაც აშშ-ს კანონმდებლობას არღვევდა.
კომისიამ უმსხვილესი კრიპტობირჟის წინააღმდეგ საჩივარი ჩიკაგოს ფედერალურ სასამართლოში დღეს შეიტანა.
სარჩელის გამოცხადების დროისთვის ჟაომ Twitter-ზე გამოაქვეყნა მესიჯი, რომელშიც ეწერა "4", რითაც მან მიმდევრებს მიუთითა წინა პოსტზე: "იგნორირება... ყალბი ამბების, თავდასხმების და ა.შ.