
აშშ-ს სუპერმარკეტებში კვერცხი იაფდება. შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული სეზონური მონაცემების თანახმად, თებერვალში კვერცხის ფასი იანვართან შედარებით 6.7%-ით შემცირდა. თუმცა ამავე პერიოდში სასურსათო პროდუქტები 0.3%-ით გაძვირდა. რაც შეეხება სარესტორნო მენიუს შემადგენელ პროდუქტებს - 0.6%-ით გაძვირდა, თებერვალში კი ჯამურად საკვები პროდუქტების ფასები 0.4%-ით გაიზარდა.
ამერიკელ მომხმარებლებს კვერცხზე ფასების კლება ძალიან ახარებთ, რადგან როგორც საერთაშორისო მედიაში წერენ, ფასები ასტრონომიულად მაღალი იყო, რაც ფრინველის გრიპის გამო შექმნილმა დეფიციტმა და ამასთან, მწარმოებლების მხრიდან გაზრდილმა ხარჯებმა გამოიწვია.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს გამოწვევები მეტ-ნაკლებად შემსუბუქდა, საბითუმო ფასი შემცირდა. ამ გაიაფების მიუხედავად, კვერცხი ამერიკის შეერთებულ შტატებში მაინც უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გასულ წელს. წლიურად კვერცხის ფასი 55.4%-ით გაიზარდა.
Რაც შეეხება სხვა საკვებ პროდუქტებს, რეკორდულად გაიზარდა კარაქის ფასი (20.7%-ით), ამას მიჰყვა მარგარინი, რომელიც თითქმის 40%-ით გაძვირდა და ასევე ფქვილი, რომლის ფასიც 19.8%-ით გაიზარდა.