LIVE

ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

17 მარ 202320:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 441
ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, შვედეთთან დაკავშირებით, დისკუსიები გაგრძელდება. 

ფინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ერდოღანმა მოიწონა, თურქეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ფინეთის "ავთენტური და კონკრეტული ნაბიჯები".

„გადავწყვიტეთ, პარლამენტში რატიფიკაციის პროცესი დავიწყოთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთი თვეების განმავლობაში ბლოკავდა ფინეთის ალიანსში გაწევრიანების მცდელობას და აცხადებდა, რომ ის მხარს "ტერორისტებს" უჭერდა.

NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს ნებართვა სჭირდება. უნგრეთმა, რომელმაც ასევე უარი თქვა ორი ქვეყნის ბლოკში გაწევრიანებაზე, დღეს განაცხადა, რომ ფინეთს მხარს დაუჭერს. ქვეყანა რატიფიცირებას 27 მარტს გეგმავს. უნგრეთი შვედეთის შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.