
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ რუს პროპაგანდისტებს, RT-ის მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანსა და ტაბლოიდური ჟურნალი Life-ის დამფუძნებელს, არამ გაბრელიანოვს სომხეთში შესვლა აეკრძალა.
ფაშინიანის განმარტებით, მათ სომხეთის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინეს და აკრძალვის მიზეზი სწორედ ეს გახდა.
"სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და ელის, რომ მის მიმართ პატივისცემას გამოიჩენენ", - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხური წარმოშობის რუსმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა გასულ წელს განაცხადა, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს, თუმცა ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებას ინფორმაცია დადასტურებული ამ დრომდე არ ჰქონდა.