LIVE

SVB-ის მეანაბრეების ფული დაცულია - აშშ-ის მთავრობა

13 მარ 202312:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 426
SVB-ის მეანაბრეების ფული დაცულია - აშშ-ის მთავრობა

ადამიანებს და კომპანიებს, რომლებსაც Sillicon Valley Bank-ში (SVB) აქვთ თანხა განთავსებული, ნაღდ ფულზე წვდომა დღეიდან ექნებათ.

აშშ-ს ხაზინის, ფედერალური სარეზერვო და ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციის (FDIC) განცხადებაში ნათქვამია, რომ მეანაბრეები სრულად იქნებიან დაცული და გადასახადების გადამხდელები ბანკის მარცხით არ დაზარალდებიან.

აშშ-ის მარეგულირებლებმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკი Silicon Valley Bank (SVB)10 მარტს, მას შემდეგ დახურეს, რაც მისი რთული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მეანაბრეების მიერ თანხის გატანა მოჰყვა.

SVB ყველაზე დიდი ამერიკული ბანკია, რომელიც 2008 წლის შემდეგ დაიხურა. 

მარეგულირებლების ერთობლივი განცხადების თანახმად, ფინანსური კრიზისის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად, აშშ-ის საბანკო სექტორი რჩება მტკიცეა, მიუხედავად იმისა, რომ SVB-ის შემდეგ, კოლაფსი კიდევ ერთმა ამერიკულმა ბანკმა Signature Bank-მა განიცადა.

აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ბანკებს შესთავაზებს ახალ პროგრამას, რაც მათ კრიზისის დროს, მისგან სესხის აღებას გაუადვილებს.